- საგარანტიო პირობები
შპს „ ამაზონშოფ “ იძლევა გარანტიას საგარანტიო ტალონში მითითებული ვადით. საგარანტიო მომსახურება განხორციელდება შპს „ ამაზონშოფ “ – ის მიერ რეკომენდირებულ სერვის ცენტრში.
ნივთი მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს დაუზიენებელი ყუთით, სრული შეფუთვით, კომპლექტაციითა და ყოველგვარი მექანიკური დაზიანების გარეშე.
თუ ქარხნული წუნის აღმოჩენა მოხდა პროდუქტის შეძენიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის გასვლის შემდგომ, ნივთი ექვემდებარება შეკეთებას საგარანტიო პიროების გათვალისწინებით.
- საგარანტიო მომსახურება:
- საგარანტიო ვადის ათვლა იწყება მიღება-ჩაბარების გაფორმების მომენტიდან
- საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გაყიდვის შემდგომ დაზიანებული მოწყობილობის შეკეთებას სრული გარანტიის პერიოდში.
- ·საგარანტიო მომსახურების მისაღებად ნივთის მფლობელმა შპს „ ამაზონშოფ “ – ის მიერ რეკომენდირებულ სერვის ცენტრში უნდა წარადგინოს შპს „ ამაზონშოფ “ – ის მიერ გადაცემული საგარანტიო ტალონი, ასევე უპირველესად ნივთის ოფიციალური საგარანტიო ტალონი, ასეთის არსებობის შემთხვევაში
- საგარანტიო მომსახურების განსახორცილებლად აუცილებელია დაცული იქნეს მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად.
- საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება თუ:
- გასულია საგარანტიო ვადა
- საგარანტიო ტალონი, (ასევე ნივთის ოფიციალური საგარანტიო ტალონი) არ არის წარმოდგენილი ( დაკარგულია)
- საგარანტიო ტალონში ან მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი/იმეი კოდი
- მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი
- ნივთს აღენიშნება მექანიკური, თერმული ან წყლის მიერ მექანიზმში შეღწევისაგან გამოწვეული დაზიანება.
- ნივთი დაზიანდა მესამე პირის მიერ არასწორი მონტაჟის ან ჩართვის დროს. არ იქნა გათვალისწინებული სამომხმარებლო ინსტრუქციაში არსებული საექსპლუატაციო პირობები.
- დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან/და ლუქი
- დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ
- დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტეპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების და პირობების დარღვევით.
- თუ ნივთი არაა საწარმოო ან კომერციული დანიშნულების და დაზიანდა კომერციული დანიშნულებით გამოყენებისას.
- ნივთი შეკეთებულია ან “გახსნილია” თვითნებურად, ან არაოფიციალურ სერვისცენტრების მიერ.
- აქსესუარებზე (მათ შორის: ელემენტი, აკუმულატორი, თავაკი, ყურსასმენი, დამტენი მოწყობილობა და სხვა) არ ვრცელდება საგარანტიო პირობები.
- მოწყობილობის სახარჯი მასალები გამოყენებულია ექსპლუატაციის პირობების დარღვევით
- ნივთი შეკეთებულია ან გახსნილია თვითნებურად, ან არაოფიციალურ სერვისცენტრის მიერ.
- საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან გადაკეთებულია.
- ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
- თუ ნივთს გაყიდვიდან 1 (ერთი) დღის განმავლობაში აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი. მყიდველმა დაზიანებული ნივთი უნდა წარადგინოს ან გააგზავნოს შპს „ ამაზონშოფ “ -ის მიერ რეკომენდირებულ სერვის ცენტრში. ნივთი შეიცვლება თუ შპს „ ამაზონშოფ “ – ის მიერ რეკომენდირებულ სერვის ცენტრი დაადასტურებს ქარხნულ დეფექტს.
- საგარანტიო პირობებიდან გამომდინარე, ნივთის შეცვლის შემთხვევაში, საკურიერო ხარჯების ანაზღაურება ხდება მომხმარებლის მიერ.
- პროდუქტის უკან დაბრუნება და შეცვლა:
- პროდუქტის უკან დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ ტექნიკური მახასიათებლების აღწერასა და მის ვიზუალურ მხარეს. პროდუქტის შეცვლა ან უკან დაბრუნება შესაძლებელია მისი შეძენიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში.
- ინტერნეტ მაღაზია არ იბრუნებს და არ ცვლის პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ ნივთი აღარ მოგწონთ, საჭიროდ აღარ მიიჩნევთ მის ფლობას, არ ამართლებს თქვენს მოლოდინს და სხვა მსგავსი მიზეზების გამო.
- კომპანია არ იბრუნებს და არ ცვლის ნივთს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა, მისი მიღება – ჩაბარების დროს , არასათანადოდ შეამოწმა პროდუქტი და მას აღენიშნება მექანიკური დაზიანება, არ ემთხვევა საიტზე წარმოდგენილ ფოტოს ან არ აქვს სრულად წარმოდგენილი კომპლექტაცია.
- ნივთი არ ბრუნდება იმ შემთხვევაში თუ დაზიანებულია შეფუთვა, აკლია ინსტრუქცია(ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნივთს აღენიშნება გარეგანი მოხმარების კვალი, დაშლილია თვითნებურად, შეცვლილია სხვა პროდუქტით.
- დამატებითი პირობები
- მიღება-ჩაბარების გაფორმებამდე, ნივთის მიღებისთანავე მომხმარებელმა უნდა გადაამოწმოს მისი ვიზუალური მდგომარეობა კურიერის თანდასწრებით.
- ნებისმიერი ტიპის პრობლემის ან ვიზუალური დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს კურიერის გაშვებამდე და დეტალურად აუხსნას არსებული პრობლემა
- იმ შეთხვევაში თუ პროდუქციის გადაცვლის მოთხოვნით კომპანიასთან დაკავშირება მოხდება კურიერის გაშვების შემდეგ, მაშინ გადასაცვლელი პროდუქტის კომპანიის საწყობში დაბრუნებაზე და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
- ნივთის უკან დაბრუნების დროს მყიდველმა თან უნდა დაურთოს მისი ყველა აქსესუარი და ასევე შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი
- პირობების ცვლილება
- კომპანია , უფლებამოსილია შეიტანოს კორექტივები წინამდებარე პირობებში, საგარანტიო ვალდებულებებსა და სარემონტო ვადებში, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე.